ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 35-ე კონგრესი საქართველოში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში გაიმართება ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
2024 წლის 30 სექტემბერი - 4 ოქტომბერი
მოხსენების წარდგენის ინსტრუქციები
თუ გსურთ, მოხსენება წარადგინოთ ერთ ერთ პარალელურ სექციაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მოხსენების აბსტრაქტი ელექტრონულ ფოსტაზე: hegelcongress@gtu.ge. წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი. მიღების შესახებ შეტყობინებები გაიგზავნება 2024 წლის 10 აგვისტომდე. მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს და დაწერილი იყოს გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე (ქართველმა მონაწილეებმა აბსტრაქტი ასევე უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე).
წარდგენისას უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:
• ავტორის სახელი და
გვარი
• (ინსტიტუციური) მისამართი
• ელექტრონული მისამართი
• ნაშრომის სათაური
• ნაშრომის აღწერილობითი შინაარსი (აბსტრაქტი), რომელიც მიუთითებს მის
შესაბამისობაზე კონგრესის თემასთან (მაქს.
500 სიტყვა)
• იმ სექციის მითითება, რომლისთვისაც განკუთვნილია ნაშრომი
სექციები:
1. სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები
2. სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში
3. აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი
4. სუბიექტი როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის
5. სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან
6. ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“
7. ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ
8. ბუნება vs. კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში
ძირითადი მომხსენებლები:
1.
პროფ.
ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)
2. პროფ. შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი)
3. პროფ. ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი)
4.
პროფ.
თეო კობუში
(ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი)
5.
პროფ.
უორენ მონტაგი
(Occidental College)
6.
პროფ.
ნიკლაუს ლარგიერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი)
7. პროფ. აქსელ ჰონეტი (კოლუმბიის უნივერსიტეტი)
8.
პროფ.
ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი)
9. პროფ. გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
10. პროფ. ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
11. პროფ. ფრანჩესკა იანელი (რომა
ტრეს უნივერსიტეტი)
პუბლიკაცია
დაგეგმილია ნაშრომების მოგვიანებით გამოცემა Hegel-Jahrbuch-ში
მისამართი
კონგრესი გაიმართება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თბილისი, კოსტავას 77
კონგრესის
მენეჯმენტი
დოქტორი
მარიამ ხაზარაძე
ელ.ფოსტა: khazaradze.m@gtu.ge