ჰეგელის კონგრესი 2024

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 35- კონგრესი საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

2024 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში გაიმართება ჰეგელის 35- საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში

2024 წლის 30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

მოხსენების წარდგენის ინსტრუქციები

თუ გსურთ, მოხსენება წარადგინოთ ერთ-ერთ პარალელურ სექციაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მოხსენების აბსტრაქტი ელექტრონულ ფოსტაზე: hegelcongress@gtu.ge. წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ივნისი. მიღების შესახებ შეტყობინებები გაიგზავნება 2024 წლის 1 ივლისამდე. მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს და დაწერილი იყოს გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. წარდგენისას უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:

ავტორის სახელი და გვარი

• (ინსტიტუციური) მისამართი

ელექტრონული მისამართი

ნაშრომის სათაური

ნაშრომის აღწერილობითი შინაარსი (აბსტრაქტი), რომელიც მიუთითებს მის შესაბამისობაზე კონგრესის თემასთან (მაქს. 500 სიტყვა)

იმ სექციის მითითება, რომლისთვისაც განკუთვნილია ნაშრომი

 


სექციები: 

1.     რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართება ჰეგელთან

2.     აღიარების პრინციპი, როგორც სახელმწიფოში სრული თავისუფლების განხორციელების საფუძველი

3.     სუბიექტი, როგორც ცნება ჰეგელის სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში

4.     სამართლისა და სახელმწიფოს ადგილი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში

5.     ომი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრინციპი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში

6.     ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის გარეთ

 

ძირითადი მომხსენებლები:

1.     პროფ. ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)

2.     პროფ. შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი)

3.     პროფ. ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი)

4.     პროფ. თეო კობუში (ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი)

5.     პროფ. უორენ მონტაგი (Occidental College)

6.     პროფ. ნიკლაუს ლარგიერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი)

7.     პროფ. აქსელ ჰონეტი (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი)

8.     პროფ. ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი)

9.     პროფ. აგნეშკა ნოგალი (ვარშავის უნივერსიტეტი)

10. პროფ. ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

11. დოქტორი მარიამ ხაზარაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)

12. პროფ. ფრანჩესკა იანელი (რომა ტრეს უნივერსიტეტი)

13. პროფ. მარი-ელის ზოვკო (ზაგრების უნივერსიტეტი)

14. პროფ. ბირგიტ სანდკოილენი (რურის უნივერსიტეტი, ბოხუმი)


პუბლიკაცია

დაგეგმილია ნაშრომების მოგვიანებით გამოცემა Hegel-Jahrbuch-ში


მისამართი

კონგრესი გაიმართება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თბილისი, კოსტავას 77


კონტაქტი

აკადემიური ხელმძღვანელი

პროფ. დოქტორი მამუკა ბერიაშვილი

ელ.ფოსტა: mamuka.beriashvili@gtu.ge


კონგრესის მენეჯმენტი

დოქტორი მარიამ ხაზარაძე

ელ.ფოსტა: khazaradze.m@gtu.ge