ჰეგელის კონგრესის ისტორია
გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას და განსაკუთრებით, როგორც მას უწოდებენ, მის მწვერვალს გ.ვ.ფ. ჰეგელის ფილოსოფიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საერთოდ ფილოსოფიური აზროვნებისთვის და სოციალური და სამართლებრივი სისტემების ანალიზისათვის, რომელიც ჰეგელიანური პარადიგმის კვალდაკვალ განვითარდა სოციალურ თეორიებში. ჰეგელის ფილოსოფია მოიცავს როგორც სახელმწიფო სისტემების, ისე ისტორიის იმანენტური გაგებისთვის საჭირო გაგების ფართო ველს. მისი ფილოსოფიის დიაპაზონი ვრცელდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა სუბიექტის ანალიზი, ადამიანის სინამდვილეში ანუ ობიექტურობაში მყოფობის, რელიგიის, ხელოვნებისა და ზოგადად კულტურის ფილოსოფიური განხილვა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა გარკვეული თვალსაზრისით კულტურის მეცნიერების და სოციოლოგიის, სოციალური სისტემების შესწავლის მეთოდოლოგიურ გზასაც გვთავაზობს.
ძალზე საყურადღებოა ჰეგელის ლოგიკის მეცნიერება და ფილოსოფიურ მეცენიერებათა ენციკლოპედია. ტრადიციული, ფორმალური
ლოგიკისგან
განსხვავებით, მისი ე.წ. სპეკულატიური ლოგიკა უპირველესად შეეხება ორ უმნიშვნელოვანეს ფენომენს - ესაა ადამიანის როგორც
ასეთის სამგანზომილებიანი (ყოფნა, ქმნადობა, ცნება) ანალიზი და თავისუფლების განხორციელების პირობები.
ჰეგელის კვლევას არა მხოლოდ ისტორიული, არამედ სისტემური ხასიათი აქვს და საფუძვლად უდევს თანამედრვოე სოციალურ-თეორიულ,
კულტურულ-მეცნიერულ კვლევებს.
ჰეგელის ფილოსოფიის და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 1956 წელს ჩატარდა ჰეგელის პირველი კონგრესი ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“, რომლის მასალებიც ქვეყნდება ჰეგელის წელიწდეულში (Hegel-Jahrbuch).
საქართველო არის პირველი სახელმწიფო, - თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირში მოსკოვში ჩატარებულ ჰეგელის კონგრესს - სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტარდება ეს დიდი ფორუმი აღმოსავლეთ ევროპაში.
ომერი | წელი | ადგილი | თემა |
---|---|---|---|
I | 1956 | ნიურნბერგი | - |
II | 1958 | ფრანკფურტი | - |
III | 1960 | ვენა | - |
IV | 1962 | ჟენევა | ლოგიკა |
V | 1964 | სალცბურგი | ესთეტიკა |
VI | 1966 | პრაღა | სამართლის ფილოსოფია |
VII | 1969 | პარიზი | ისტორიის ფილოსოფია |
VIII | 1970 | ბერლინი | ჰეგელის მეორასე დაბადების დღე |
IX | 1972 | ანტვერპენი | ცენტრალური თემის გარეშე |
X | 1974 | მოსკოვი | დიალექტიკა |
XI | 1976 | ლისაბონი | იდეა და მატერია |
XII | 1977 | სალცბურგი | პრაქსისი |
XIII | 1979 | ბელგრადი | იდენტობა - განსხვავება - წინააღმდეგობა |
XIV | 1982 | ათენი | მსოფლიო სული |
XV | 1984 | როტერდამი | მოთხოვნილებათა სისტემა |
XVI | 1986 | ციურიხი | მორალურობა და ზნეობრიობა |
XVII | 1988 | ბერლინი | ბუნება და სული |
XVIII | 1990 | ვროცლავი | ჰეგელი რეცეფციის ისტორიის თვალსაზრისით |
XIX | 1992 | ნიურნბერგი | სამართალი/უფლება და სახელმწიფო |
XX | 1994 | ბუდაპეშტი | გონება ისტორიაში? |
XXI | 1996 | სან სებასტიან/ დონოსტია | ფილოსოფიის ისტორია |
XXII | 1998 | უტრეხტი | ესტეტიკა |
XXIII | 2000 | ზაგრები | სულის ფენომენოლოგია |
XXIV | 2002 | იენა | ცოდნა და რწმენა |
XXV | 2004 | ტულუზი | ცხოვრება აზროვნება |
XXVI | 2006 | პოზნანი | ჰეგელის პოლიტიკური ფილოსოფია? |
XXVII | 2008 | ლუვენი | სული? |
XXVIII | 2010 | სარაევო | ჰეგელი და მოდერნი |
XXIX | 2012 | ისტანბული | ჰეგელი ჰეგელის წინააღმდეგ |
XXX | 2014 | ვენა | ჰეგელის პასუხი კანტს |
XXXI | 2016 | ბოხუმი | შეიცან თავი შენი - ანთროპოლოგიური პერსპექტივა |
XXXII | 2018 | ტამპერე | ჰეგელის ენციკლოპედიური სისტემა და მისი მემკვიდრეობა |
XXXIIII | 2020/21 | ვარშავა | ჰეგელი და თავისუფლება |
XXXIV | 2022 | ზადარი | ხელოვნების სული და კულტურა |